EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

მაკრონი: ლაიფციგის აეროპორტში მომხდარის მსგავსი თავდასხმა საფრანგეთშიც შეიძლება განხორციელდეს

ნახვები: 318 მაკრონი: ლაიფციგის აეროპორტში მომხდარის მსგავსი თავდასხმა საფრანგეთშიც შეიძლება განხორციელდეს

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში მომხდარის მსგავსი თავდასხმა საფრანგეთშიც განხორციელდეს. ამის შესახებ მან ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე დასმული კითხვის საპასუხოდ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში მსგავსი თავდასხმა არ მომხდარა, თუმცა ასეთი საფრთხე არსებობს.

„პასუხია კი. რუსეთი ევროპას უკრაინის სტრატეგიულ სიღრმედ განიხილავს. წლებია თავდასხმის ქვეშ ვართ ყველა ფრონტზე. ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობა იზრდება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონს ასევე ჰკითხეს ესპანური გამოცემა El Mundo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) საფრანგეთის წინააღმდეგ რუსული დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო.

„ამ ინფორმაციის უარყოფა შეგვიძლია. CIA-ს ფრანგული სპეცსამსახურებისთვის ასეთი თავდასხმის შესახებ არ შეუტყობინებია“, - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვითარება სულ უფრო იძაბება და შეშფოთებას იწვევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა