EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ნეთანიაჰუ გაეროში: ჩვენ გავიმარჯვებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს

ნახვები: 306 ნეთანიაჰუ გაეროში: ჩვენ გავიმარჯვებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ირანში, ღაზასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებში ისრაელის სამხედრო კამპანიებზე ისაუბრა, გააკრიტიკა რამდენიმე ქვეყანა და განაცხადა, რომ ისრაელი ბრძოლას გააგრძელებს.

„ჩვენ გავიმარჯვებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმა უარყო მისი ქვეყნის მიმართ კოლონიალიზმის ბრალდებები და ამ კონტექსტში ბრიტანეთი და საფრანგეთი ახსენა.

„ისრაელს, პაწაწინა ისრაელს, კოლონიალიზმში ადანაშაულებენ. ვინ გვადანაშაულებს? მათ შორის არიან ადამიანები ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ღვთის გულისთვის, სწორედ მათ გამოიგონეს ეს ტერმინი“, - განაცხადა მან.

ნეთანიაჰუმ მწვავედ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც. მან ერდოღანი „ტირანად“ მოიხსენია და ქურთების მკვლელობაში, კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილის უკანონო ოკუპაციაში, საბერძნეთის მიმართ მუქარასა და ჟურნალისტების დაპატიმრებაში დაადანაშაულა.

„ის ყოველდღიურად ისრაელის განადგურების მოწოდებით გამოდის. აცხადებს, რომ იერუსალიმის მმართველი გახდება. არა, ბატონო, ვერ გახდებით. ეს ჩვენი ქალაქია“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუ ასევე შეეხო თებერვალში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთობლივად განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.

„ისრაელმა და ამერიკამ ერთად იმოქმედეს არა მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ ცივილიზაციის გადასარჩენად“, - განაცხადა მან.

ნეთანიაჰუს გამოსვლის დაწყებისას ათობით დელეგატმა პროტესტის ნიშნად გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზი დატოვა. ამის საპასუხოდ ისრაელის პრემიერმა განაცხადა: „თუ დარბაზში კიდევ არიან მორალურად ლაჩრები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გასულან, გთხოვთ, ახლავე გააკეთოთ ეს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა