Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა

ნახვები: 386 საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა

 

საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებასა და პროცესში საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართვას ითხოვს. საპატრიარქოს განცხადებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებებისგან სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

საპატრიარქო ეხმაურება სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე სამუშაოები მიმდინარეობს.

„მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს შეფასებით, გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. უწყებაში აცხადებენ, რომ კითხვებს აჩენს როგორც სამუშაოების მიზანი, ისე ის გარემოება, რომ ტაძარში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო ჩარევა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია უნდა მოიპოვონ და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ქართველი დარგობრივი სპეციალისტების ჩართვას.

„ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა