Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება

ნახვები: 349 ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება

პარტია „დროას“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას შეფასებით, შალვა პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არ ემსახურება და მისი მიზანი შესაძლო ესკალაციისთვის ნიადაგის მომზადებაა. ამის შესახებ ხოშტარიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ნათელია, რომ მათ ორი ამოცანა აქვთ: ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტა დაჰბრალდეს ევროკავშირს და ხალხისგან, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლისგან არ მიიღონ პროტესტი“, - წერს ხოშტარია.

მისი ვარაუდით, „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ ევროკავშირი შემოდგომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს, რასაც საზოგადოებაში უკმაყოფილება მოჰყვება. ხოშტარია მიიჩნევს, რომ პაპუაშვილის ვიზიტი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, შემდგომში განაცხადოს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა.

ხოშტარია საზოგადოებას შესაძლო პოლიტიკური ესკალაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საპროტესტო, ოპოზიციურ, აქტივისტურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის წინასწარი კომუნიკაციაა საჭირო, რათა მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარი განიხილონ.

„ვიყოთ მზად, როგორც ევროკავშირის გადაწყვეტილებებისთვის, ასევე „ოცნების“ პროპაგანდისტული, ტყუილზე დაფუძნებული მოქმედებებისთვის და შესაძლოა, რეპრესიების გამკაცრებისთვისაც“, - წერს ხოშტარია.

მისივე განცხადებით, შემოდგომაზე ფართომასშტაბიან ანტირუსულ აქციას ელოდება.

„ამ შემოდგომას დიდი ანტი-რუსული აქცია არის გარდაუვალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთისთვის საჩვენებლად“, - აღნიშნავს ხოშტარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა