Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ნახვები: 292 აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

 

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა. ინფორმაციას Reuters  ავრცელებს.

კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა მოსამართლემ ტიმ კელიმ სამი მედიასაშუალების სარჩელი დააკმაყოფილა და ადმინისტრაციას მათი ჟურნალისტებისთვის პრესის ბარათების დაბრუნება უბრძანა. გადაწყვეტილების აღსასრულებლად ადმინისტრაციას 14 დღე განესაზღვრა.

მოსამართლემ არ გაიზიარა ადმინისტრაციის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში შესვლის შეზღუდვა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით იყო განპირობებული.

ტრამპის ადმინისტრაციამ CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში შესვლა „ყალბი ამბების გავრცელების“ მოტივით აუკრძალა. სამივე მედიასაშუალებამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და განაცხადა, რომ შეზღუდვა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცულ მათ უფლებებს არღვევდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა