Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

ნახვები: 324 აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

 

აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობასა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საერთო პრიორიტეტებზე, ორმხრივი ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებასა და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 სექტემბერს ლუმისი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და საერთაშორისო მისიებში ორი ქვეყნის სამხედროების მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ლუმისმა შეხვედრები გამართა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე პაატა პატიაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ირაკლი ჭიჭინაძესთანაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა