Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს

ნახვები: 402 აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე, კლდის ფერდობზე ცეცხლის მცირე კერები შენიშნეს. ადგილობრივი მედიასაშუალება „ЧП Абхазия“ თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა რიწისკენ მიმავალი გზის დაახლოებით მე-20 კილომეტრზე, მეორე გვირაბთან დაფიქსირდა.

მედიასაშუალების ცნობით, თვითმხილველი აცხადებს, რომ კლდეზე მცირე ალები უკვე მეორე დღეა პერიოდულად ჩნდება და მალევე ქრება. მისი თქმით, კლდის მხრიდან აღნიშნულ ადგილთან მიახლოება რთულია.

„ჩვენი აზრით, ეს ლავის დასაწყისია, კერა იხსნება. ჩვენი მთები ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ვფიქრობ, ყველა ნიშნით ეს ძალიან ჰგავს ლავას“, - აცხადებს ვიდეოს ავტორი.

„ЧП Абхазия“ პუბლიკაციას კითხვითი ფორმის სათაურით, „ვულკანი რიწისკენ მიმავალ გზაზე?“ ავრცელებს.

ამ ეტაპზე არ ვრცელდება სპეციალისტების ან შესაბამისი სამსახურების ოფიციალური დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ კლდეზე დაფიქსირებული ცეცხლი ვულკანურ პროცესს ან ლავის ამოსვლას უკავშირდება. შესაბამისად, ლავის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ თვითმხილველის ვარაუდია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა