Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

ნახვები: 340 მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, სწავლის გაგრძელების უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულთა 73%-ს შეადგენს.

მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა, თუმცა რეგისტრაცია 1 715-მა გაიარა.

ცენტრის ცნობით, საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის უფლებას 818 აბიტურიენტი მოიპოვებს. მათგან 312 სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა, ხოლო 506 კერძო უნივერსიტეტებში.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება 408 აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 244 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა, 164 კი კერძო პროფესიულ სასწავლებელში.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება 16-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.

აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გაცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში შეუძლიათ, საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მეშვეობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა