Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ნახვები: 253 შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების, ასევე კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამი პირი ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძალვისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა და ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა. უწყების განცხადებით, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ის მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა გიორგი ფეიქრიშვილი თბილისში დააკავეს.

რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, შსს-ს ცნობით, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ახალგაზრდა მამაკაცზე ჯგუფურად იძალადეს. პოლიციამ ორივე მათგანი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები, გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, გამოძალვასა და ძალადობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა