Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თბილისში გასტროენტერიტის გახშირებული შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული, NCDC-ის ინფორმაციით, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა

ნახვები: 275 თბილისში გასტროენტერიტის გახშირებული შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული, NCDC-ის ინფორმაციით, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა

 

თბილისში ბოლო პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს.

ცენტრის ინფორმაციით, ბავშვების უმრავლესობა, რომლებსაც ბოლო დღეებში ნოროვირუსი დაუდასტურდათ, უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებები დატოვა. NCDC-ის ცნობით, შემთხვევები გართულებების გარეშე მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე გართულების რისკი არ იკვეთება. ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა გრძელდება.

დაავადების შემდგომი გავრცელების შესაკავებლად ცენტრი მოქალაქეებს ხელების ჰიგიენის დაცვას ურჩევს, განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. რეკომენდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისი ოჯახის წევრებს ან ახლო კონტაქტებსაც ნოროვირუსი ჰქონდათ.

NCDC-ის განმარტებით, ნოროვირუსის მკურნალობისას მნიშვნელოვანია ორგანიზმში დაკარგული სითხის აღდგენა და კვების რეჟიმის დაცვა. ცენტრის რეკომენდაციით, მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რაციონიდან უნდა გამოირიცხოს რძის პროდუქტები, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვები.

„დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება უნდამოხდესუნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა