EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა

ნახვები: 437 ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომის შედეგად რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. მისი თქმით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია და, სულ მცირე, დროებით აღარ ფუნქციონირებს.

„რუსეთმა, სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო, დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან არის გამოსული. უკრაინასთან ეს უაზრო და გაუთავებელი ომი უნდა დასრულდეს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტი ომის შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება, რომელთა უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურეა.

„მთელი მსოფლიო იტანჯება, რადგან ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, უმეტესად კი სამხედროები, იღუპება. რა სამარცხვინოა!“ - აცხადებს ტრამპი.

ტრამპის განცხადებაში მოყვანილი მონაცემები რუსეთის საწვავის ინდუსტრიის მდგომარეობისა და ყოველთვიურად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მისი შეფასებებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა