Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს

ნახვები: 281 ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან და მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.

ახობაძის ადვოკატის, დავით სიმონიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს.

„ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით ლევან ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის“, - განაცხადა სიმონიამ.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესის საჯაროდ ჩატარებას უჭერს მხარს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ პოზიციას სხდომაზეც დააფიქსირებს.

ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ვერსიით, მან მეწარმეს შუამავლების მეშვეობით თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა. ბრალდების თანახმად, საბოლოოდ მხარეები 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

ახობაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა