Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

იტალია სკოლებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვას და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს

ნახვები: 297 იტალია სკოლებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვას და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს

 

იტალიის მთავრობა სკოლებში სახის დამფარავი სამოსის, მათ შორის ბურქისა და ნიქაბის, ტარების აკრძალვას და თითოეულ კლასში უცხოელი მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ თავისი პარტიის, „იტალიის ძმების“, ახალგაზრდული ფრთის ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა.

მელონის თქმით, შესაბამისი ინიციატივა მინისტრთა კაბინეტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. ის ასევე ითვალისწინებს იტალიური ენის შესწავლის ვალდებულებას იმ უცხოელი მოსწავლეების მშობლებისთვის, რომელთა შვილებსაც სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის სერიოზული სირთულეები აქვთ.

„მალე მინისტრთა კაბინეტს წარედგინება ზომა, რომელიც კანონით განსაზღვრავს კლასში უცხოელი მოსწავლეების მაქსიმალურ რაოდენობას. ის ასევე მოითხოვს, რომ იმ უცხოელი მოსწავლეების მშობლებმა, რომლებსაც სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის სერიოზული სირთულეები აქვთ, იტალიური ენა ისწავლონ და კრძალავს სკოლებში ბურქასა და ნიქაბს“, - განაცხადა მელონიმ.

The Telegraph

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, როდესაც კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა, რომელმაც იტალიური არ იცის, მას ენის შესწავლასა და ინტეგრაციაში თანაკლასელები და მასწავლებლები დაეხმარებიან. თუმცა, მისი შეფასებით, თუ ასეთი მოსწავლეები კლასის დიდ ნაწილს ან უმრავლესობას შეადგენენ, ეს ინტეგრაციის პროცესს ართულებს.

მელონიმ სკოლებში სახის დამფარავი სამოსის აკრძალვის ინიციატივაზეც ისაუბრა. „სკოლაში სახის დაუფარავად უნდა იაროთ. იტალიაში ვერავინ გადაწყვეტს, რაიმე რეალური თუ სავარაუდო ტრადიციის სახელით, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დამალოს“, - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი იქნება თითოეულ კლასში უცხოელი მოსწავლეების დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა. კვლევითი ორგანიზაცია Fondazione ISMU-ს მონაცემებით, იტალიის სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეების 11,6% იტალიის მოქალაქე არ არის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა