EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ: ნიუ-იორკში შეხვედრაზე შევთანხმდით — ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია

ნახვები: 419 ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ: ნიუ-იორკში შეხვედრაზე შევთანხმდით — ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკის განცხადებით, ლიდერები ნიუ-იორკში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია.

„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ეს იყო მნიშვნელოვანი საუბარი, რა დროსაც ბევრი საკითხი განვიხილეთ. შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე; ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. დიპლომატიური პროცესი აქტიურ ფაზაშია“, — წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ტრამპს მადლობა გადაუხადა მისი წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის, კიევში ვიზიტისთვის. ზელენსკის განცხადებით, მათ უკრაინაში არსებული ვითარება ადგილზე ნახეს და უკრაინულ მხარესთან ძირითადი საკითხები დეტალურად განიხილეს.

„მშვიდობის მიღწევის გზა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებაში ნიუ-იორკში დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი თარიღი მითითებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა