Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა: „ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას — ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ“

ნახვები: 318 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა: „ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას — ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ“

 

2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, შვილის პოვნასა და საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს. მისი განცხადებით, თუ გამოძიება სათანადოდ არ წარიმართება, პროტესტს ქუჩაში გამოხატავს.

„ველოდები გამოძიებას, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მაგრამ იმასაც აღვნიშნავ, რომ თუ გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, მომიწევს ქუჩაში გამოსვლა ხალხთან ერთად. ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას. ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ, არ დავტოვებ ამ საქმეს გაუხსნელს“, — განაცხადა ბიბილაშვილმა „ტვ პირველთან“.

ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეში გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც, მისი თქმით, აქამდე საგამოძიებო ორგანოს არ გამოუკითხავს. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ პირების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია და გამოძიებას ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდებს.

„12 წელია მიმდინარეობს მოქმედებები ამ საქმესთან დაკავშირებით, სამი წლის დაგვიანებით, კონკრეტული ფაქტიდან დაიწყო გამოძიება და ეს პირები ერთხელაც არ იყვნენ საგამოძიებო ორგანოში დაბარებული. ამ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციები ცალსახად ეწინააღმდეგება და გამორიცხავს ერთმანეთს“, — ამბობს კაკაბაძე.

ადვოკატის თქმით, აუცილებელია დადგინდეს, რატომ მიაწოდეს აღნიშნულმა პირებმა გამოძიებას ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია და რა ვითარებაში გაუჩინარდა არასრულწლოვანი.

გურამ დადიანიძე 2014 წელს, ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში ექსკურსიაზე ყოფნისას გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა