Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ხოშტარია: ზელენსკის „კარპატული რვიანის“ ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას

ნახვები: 276 ხოშტარია: ზელენსკის „კარპატული რვიანის“ ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას

 

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივა — „კარპატული რვიანი“ — საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. პატიმრობიდან გამოგზავნილ წერილში ხოშტარია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ფორმატთან დაკავშირებულ რეგიონულ თანამშრომლობაში აქტიური როლის შესრულება შეეძლო.

ხოშტარიას შეფასებით, თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები არსებული საერთაშორისო ინსტიტუტების პარალელურად უფრო მცირე და მოქნილი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების შექმნას მოითხოვს. მისი თქმით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმები.

„ზელენსკის ინიციატივა არის თანამედროვე გამოწვევებისთვის, მშვიდობისთვის ფეხის აწყობა და ზუსტად შეგრძნება მომენტისა, რომ აუცილებელია რეგიონული ევროპა“, — წერს ხოშტარია.

მისი აზრით, ამ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი ადგილი შეიძლება ეკავოს სამხრეთ კავკასიასაც. ხოშტარია მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინასთან, ბალტიის ქვეყნებთან და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაღრმავებით, რეგიონული უსაფრთხოების პროცესებში აქტიური მონაწილეობა შეუძლია.

„ჩვენი მთავრობა რომ იყოს არა რუსული, არამედ ეროვნული, რა თქმა უნდა, იქნებოდა ამ ინიციატივის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ერთ-ერთი აქტიური ლიდერი რეგიონში“, — წერს ხოშტარია. ეს ხელისუფლების შესახებ მისი პოლიტიკური შეფასებაა.

ხოშტარიას განცხადებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან მსჯელობის დაწყება ოპოზიციასაც შეუძლია და ასეთი დიალოგი სასარგებლო იქნება.

ზელენსკის მიერ გამოცხადებული „კარპატული რვიანის“ ფორმატი უკრაინის, რუმინეთის, სერბეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ავსტრიისა და უნგრეთის თანამშრომლობას ითვალისწინებს, ევროკავშირთან კოორდინაციით. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ინიციატივა უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და საზღვრისპირა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა