Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი

ნახვები: 439 კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერებას „პირდაპირ საბოტაჟს“ უწოდებს და აცხადებს, რომ პროტესტში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

კობახიძე ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც ENKA Renewables-ის სასარგებლოდ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღსრულებაში იქნა ცნობილი.

„იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რასაც შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არაშენებასთან დაკავშირებით. კონტექსტს შეგახსენებთ, მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი, ხოლო სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი“, — განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის მტკიცებით, საპროტესტო პროცესში ჩართული NGO-ების უკან ის ძალები იდგნენ, რომლებსაც ხელისუფლება „დიფ სთეითსა“ და „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებს. ამასთან, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ კამპანიის დაფინანსებით დაინტერესებული შესაძლოა იმპორტიორი კომპანიებიც ყოფილიყვნენ.

„შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია“, — განაცხადა კობახიძემ. მას ამ ვარაუდის დამადასტურებელი კონკრეტული კომპანიები ან მტკიცებულებები არ დაუსახელებია.

პრემიერის თქმით, დღეს ვითარება შეცვლილია და მსგავსი პროცესის განმეორება შეუძლებელი იქნება. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება სამი დიდი ჰესის, ასევე საშუალო და მცირე ჰესების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს.

კობახიძის განცხადებით, მთავრობა შეეცდება „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ალტერნატიული გზებიც მოძებნოს, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან კონსულტაციების საფუძველზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა