Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს

ნახვები: 434 კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს შეუძლია ისაუბროს ყველაფერზე, რაზეც სურს, რადგან ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ელის თუ არა 13 წლით თავისუფლების აღკვეთილი ლილუაშვილის „ალაპარაკებას“.

„ილაპარაკოს, რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა. საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია“, — განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც კორუფციული დანაშაულისთვის პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებები გაუკეთებიათ, თუმცა, მისი შეფასებით, ამას შედეგი არ მოჰყოლია.

„მათ რაღაცების ლაპარაკი სცადეს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ამ ლაპარაკს არასდროს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და წესები, რომ ხელისუფლებაზე ვერაფერი ვერ თქვეს“, — აღნიშნა კობახიძემ.

მან ამ კონტექსტში პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა და განაცხადა, რომ მსგავსი „საუბრები და სპეკულაციები“ ხელისუფლების საქმიანობაზე გავლენას ვერ ახდენს.

„აქ მათ შორის ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს და არა მარტო მას [...] ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა