Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

ნახვები: 566 აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულ ხუთ პირს ბრალი წაუყენა. გამოძიების ვერსიით, ისინი საერთაშორისო ქსელის წევრები იყვნენ, რომელიც რუსეთის მიერ მოწინააღმდეგეებად მიჩნეული პირების წინააღმდეგ თავდასხმებსა და მკვლელობებს გეგმავდა, მათ შორის — აშშ-ის ტერიტორიაზე. (Department of Justice)

გამოძიების თანახმად, ქსელის წევრებმა აშშ-ში მცხოვრები პირი ცნობილი რუსი დისიდენტის თვალთვალისთვის დაიქირავეს და მოგვიანებით მას 40 000 დოლარი შესთავაზეს სამიზნის „გასაქრობად“ ან მოსაკლავად. მას შემდეგ, რაც მან მკვლელობაზე უარი თქვა, სავარაუდო ორგანიზატორები სხვა შემსრულებლების მოძებნას შეეცადნენ. (Department of Justice)

საქმეს FBI-ის დირექტორი კეშ პატელიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უცხო ქვეყნების მთავრობებს არ მიეცემათ შესაძლებლობა, აშშ-ის ტერიტორიაზე კრიტიკოსები გააჩუმონ ან ადამიანების თავისუფლებას საფრთხე შეუქმნან.

„FBI დაიცავს სიტყვის თავისუფლებას და დაუპირისპირდება ტრანსნაციონალურ რეპრესიებს ყველგან, სადაც ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“, — განაცხადა პატელმა. (WXLV)

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრალდებულთაგან სამი რუსეთის სადაზვერვო ქსელის მაღალი რანგის წევრია. მათ შორისაა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის — FSB-ის ოფიცერი. გამოძიება ამავე ქსელს უკრაინის მხარდამჭერ ევროპულ ქვეყნებში სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების ორგანიზებასაც უკავშირებს. ხუთივე ბრალდებული ამ დროისთვის ძებნაშია. (Department of Justice)

იუსტიციის დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ ბრალდებები ამ ეტაპზე გამოძიების ვერსიას წარმოადგენს და ბრალდებულები დამნაშავეებად სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე არ მიიჩნევიან. (Department of Justice)

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა