EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ინაშვილი: ღარიბაშვილთან პოლიტიკური ერთობა ძალიან სერიოზულ სიახლეს შემოიტანს — ჩვენი შეთავაზება კვლავ ძალაშია

ნახვები: 354 ინაშვილი: ღარიბაშვილთან პოლიტიკური ერთობა ძალიან სერიოზულ სიახლეს შემოიტანს — ჩვენი შეთავაზება კვლავ ძალაშია

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ მისი პარტიის შეთავაზება კვლავ ძალაშია და ასეთი ერთობის შექმნა, მისი შეფასებით, საქართველოს პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს.

„თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს ძალიან სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე. ისევ ძალაშია ეს პოლიტიკური შეთავაზება ჩვენი მხრიდან“, — განაცხადა ინაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისი მტკიცებით, ტრადიციონალისტურად განწყობილ ამომრჩეველში პატიმრობაში მყოფი ღარიბაშვილის რეიტინგი ირაკლი კობახიძისაზე მაღალია. „ამ ვითარებაშიც კი გაცილებით მაღალია მისი რეიტინგი, ვიდრე კობახიძის“, — განაცხადა მან. ინაშვილს ამ შეფასების დამადასტურებელი კონკრეტული კვლევის მონაცემები არ დაუსახელებია.

ინაშვილი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესაც შეეხო და განაცხადა, რომ მისი სახლიდან დიდი ოდენობით ნაღდი ფულისა და ძვირფასი ნივთების ამოღებასთან დაკავშირებული გარემოებები კითხვებს აჩენს. მან ღარიბაშვილის ადვოკატების განცხადებაზე დაყრდნობით ისაუბრა ვერსიაზეც, თითქოს გარკვეული ნივთები სახლში ჩხრეკისას მიიტანეს. აღნიშნული ბრალდება ინაშვილისა და დაცვის მხარის პოზიციას წარმოადგენს.

რაც შეეხება სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს, ინაშვილის თქმით, მას შესაძლო პოლიტიკურ გუნდში არ განიხილავს, რადგან ლილუაშვილი პოლიტიკურ ფიგურად არასდროს აღუქვამს.

„ეს შარმი ღარიბაშვილს ნამდვილად ჰქონდა, ის პოლიტიკოსი ნამდვილად იყო და არის. საკანშიც კი თავისი წონა აქვს“, — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა