Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ივანიშვილზე ილაპარაკებთ, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში — აზრზე მოდით!

ნახვები: 354 ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ივანიშვილზე ილაპარაკებთ, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში — აზრზე მოდით!

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ოპოზიციურ პარტიებს უმოქმედობისა და გაუბედაობის გამო აკრიტიკებს და მათ ერთიანობისა და აქტიური პროტესტისკენ მოუწოდებს.

„სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!“ — წერს ხაბეიშვილი.

მისი შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილის საქმიანობა სატელევიზიო ეთერებში კომენტარებით შემოიფარგლება და რეალურ პოლიტიკურ მოქმედებაში არ გადაიზრდება.

„ბოდიში, მაგრამ აბსოლუტური უაზრობა და უბრალოდ ლაყბობაა, რაც ყოველდღიურად „ტვ ეთერებში“ ხდება. რომ არა ტელევიზიების პროდიუსერები, საერთოდ გაქრებოდით და მიიღებდით „კლავიატურის ლომების“ ფორმას“, — წერს პოლიტიკოსი და ოპოზიციის ნაწილს „პოლიტიკურ ველზე ტივტივში“ ადანაშაულებს.

ხაბეიშვილი ოპოზიციურ ძალებს მასშტაბური საპროტესტო აქციის ორგანიზებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გაზაფხულსა და ზაფხულში ოპოზიცია შემოდგომიდან გააქტიურებას აანონსებდა, თუმცა სექტემბრის დადგომის შემდეგაც „რეალურ საქმეს გაურბის“.

„აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ — შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ... გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს და რეალურად აქტიურ პროტესტზე გადავიდეთ“, — წერს ხაბეიშვილი.

მისი ფორმულაა — „ყველა მინუს ივანიშვილი! საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ ამასთან, ხაბეიშვილი ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თავად მზად არის, ციხიდანაც მათი „მსახური და აქტივისტი“ იყოს.

„დაძლიეთ შიში და გაიმარჯვებთ! მე?! მე, მიმსახურეთ! ციხიდანაც თქვენი მსახური ვიქნები! ძალა ერთობაშია!“ — წერს ლევან ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა