Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო

ნახვები: 314 გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კორუფციულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე ნინო თარაშვილმა გამოაცხადა.

სასამართლომ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო ბრალდების ოთხივე ეპიზოდში — თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან დაკავშირებულ საქმეში, თაღლითური „ქოლცენტრების“ მფარველობასა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის აღების ორ ეპიზოდში.

პროკურატურის ვერსიით, ლილუაშვილი მფარველობდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მოქმედ კორუფციულ სქემას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა შესყიდვიდან ე.წ. „ატკატებს“ იღებდნენ. ბრალდების თანახმად, თანხის ნაწილს სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ლილუაშვილს გადასცემდა.

საქმის კიდევ ერთი ეპიზოდი თაღლითურ „ქოლცენტრებს“ ეხება. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ლილუაშვილი მათ საქმიანობას თავისი ახლო გარემოცვის წარმომადგენლების მეშვეობით მფარველობდა და სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდა.

სუს-ის ყოფილი უფროსი ბრალდებებს არ აღიარებს. მან განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლოში საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, სხვა მოწმეებთან ერთად, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძესაც აქვს მიცემული.

გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებოდნენ, რისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა