Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე

ნახვები: 382 დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე

 

ჟურნალისტი დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესის“ პროექტის ჩაშლასა და ENKA-სთან საარბიტრაჟო დავის შედეგს მწვავედ ეხმაურება და პასუხისმგებლობას მაშინდელ ხელისუფლებას აკისრებს.

„450 მილიონიანი ჯარიმა ცალკე და ენგურჰესთან შესადარი სიმძლავრის გენერაცია კიდევ ცალკე, რაც აფხაზეთის პრობლემის რეგულირებისთვის უმძლავრესი ბერკეტი გახდებოდა“, — წერს გამცემლიძე.

მისი შეფასებით, სახელმწიფომ პროექტის შეჩერებით არა მხოლოდ დიდი ფინანსური ზარალი მიიღო, არამედ დაკარგა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტიც. გამცემლიძე განსაკუთრებით აკრიტიკებს „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტს და მის ერთ-ერთ ლიდერს, ვარლამ გოლეთიანს.

„კონტრაქტს ხელი აწ უკვე სადღაც ტრაკში გამშპარ-აორთქლებულმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა და ირაკლი ღარიბაშვილმა ჩასვარა. ამ უკანასკნელს ვარლამმა „დაუცაცხანა“ და სუნი აუვიდა“, — წერს გამცემლიძე.

პოსტს ავტორი რიტორიკული კითხვით ასრულებს — „გვეშველება?“

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ 11 სექტემბერს არ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა ENKA-ს სასარგებლოდ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე და ENKA-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს დოკუმენტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ განსაზღვრული ძირითადი თანხა დაახლოებით 350 მილიონი დოლარია, რომელსაც SOFR+4%-იანი პროცენტი ერიცხება; ENKA-მ სასამართლოს 18 სექტემბრამდე უნდა წარუდგინოს საბოლოო თანხის, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, პროექტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა