EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს

ნახვები: 319 ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს

 

ევროკომისია მალე წარადგენს სამოქმედო გეგმებს ევროკავშირის წევრობის იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც გაწევრიანების გზაზე ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის გაფართოების იდეა კვლავ აქტუალურია, რასაც უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული მისწრაფებები ადასტურებს.

„საკმარისია ყველა იმ ქვეყანას შევხედოთ, რომლებიც ჩვენს კავშირთან ახლოს არიან და რადგან მათი მომავალი ჩვენს კავშირშია, ჩვენ მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კვლავ თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„ეს პროცესი კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. ასევე, ვიმეორებ: ჩვენი ღირებულებების პატივისცემა განხილვას არ ექვემდებარება“, — აღნიშნა მან.

ევროკავშირის ოფიციალური მიდგომით, გაფართოების პროცესი კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმებისა და წევრობის კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული და თითოეული ქვეყანა საკუთარი პროგრესის მიხედვით ფასდება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა