Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკა გაამკაცროს

ნახვები: 312 კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკა გაამკაცროს

 

ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას გადახედოს და შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცროს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 სექტემბერს ევროპარლამენტში განაცხადა.

კალასის თქმით, ევროკავშირმა უკვე შეამცირა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა, შენგენის ზონაში გადაადგილებისთვის ახალი მოთხოვნები შემოიღო და ევროკავშირში რუსეთის მისიის თანამშრომელთა რაოდენობა 40-მდე შეზღუდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა.

„შეგვიძლია კიდევ უფრო გავამკაცროთ შენგენის ზონის ფარგლებში რუსი დიპლომატების გადაადგილების კონტროლი, ავკრძალოთ ვიზების გაცემა რუსეთის ყოფილ მებრძოლებზე და გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას“, — განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის დაფინანსების წყაროების შემცირების აუცილებლობასაც შეეხო. მისი განცხადებით, ევროკავშირის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას უკვე ერთი ტრილიონი ევრო დააკარგვინა, ხოლო ბრიუსელი ამჟამად სანქციების ფარგლებში დღემდე ყველაზე ფართო სიაზე მუშაობს.

კალასის თქმით, ევროკავშირი აგრძელებს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მოქმედებასაც, მათ შორის საეჭვო გემების შემოწმებისა და მათი სხვა ქვეყნების დროშებით სარგებლობის შეზღუდვის მიმართულებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა