Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მაია ბითაძე კულტურის მინისტრად დაინიშნა

ნახვები: 245 მაია ბითაძე კულტურის მინისტრად დაინიშნა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.

ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

„ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და თბილისის მერის მოადგილე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი კულტურის მიმართულებასაც კურირებდა“, — განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ბითაძე სამართლის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. კობახიძემ მისი დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად „კეთილსინდისიერება“ დაასახელა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ბითაძე „ძალიან წარმატებული კულტურის მინისტრი იქნება“.

კულტურის მინისტრის თანამდებობა 28 ივლისიდან ვაკანტური იყო. ყოფილმა მინისტრმა თინათინ რუხაძემ პოსტის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა