Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

უკრაინული მედია: დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებში საწარმო და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს

ნახვები: 465 უკრაინული მედია: დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებში საწარმო და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს

 

რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, იერიშების შედეგად რამდენიმე სამრეწველო ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ მიხაილოვკაში ცეცხლი „სებრიაკოვცემენტის“ საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა.

დრონებით იერიში განხორციელდა სამარის ოლქზეც. ქალაქ სიზრანში თავდასხმის შედეგად ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა. რეგიონში იერიშამდე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში მდებარე ბერიევის სახელობის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკურ კომპლექსზე სარაკეტო დარტყმის შესახებ.

რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნულ ობიექტებზე მიყენებული ზიანის მასშტაბისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა