Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ მოსკოვიც შეწყვეტს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს

ნახვები: 493 ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ მოსკოვიც შეწყვეტს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს

 

უკრაინა მზად არის, თავი შეიკავოს რუსეთის ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან, თუ პარტნიორები უზრუნველყოფენ, რომ მოსკოვიც შეწყვეტს უკრაინის შესაბამის ობიექტებზე თავდასხმებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

მისი თქმით, უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, რუსეთთან მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას შეაჩერებს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსული დარტყმების სამიზნე ყოველდღიურად ხდება უკრაინის ენერგეტიკული და საპორტო ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკური ობიექტები და საწყობები, სადაც საკვები და მედიკამენტები ინახება.

„თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ, რომ რუსეთი ნამდვილად თავს შეიკავებს ჩვენი ელექტროენერგიის სისტემის, სხვა ენერგეტიკული ობიექტების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საკვების მომარაგების მარშრუტების დაბომბვისგან, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მხრიდანაც თავი შევიკავოთ დარტყმებისგან“, — წერს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევს არ აქვს ნდობა, რომ რუსეთი შესაძლო შეთანხმებას შეასრულებს. მისი თქმით, შეთანხმება უნდა იყოს „სანდო, გრძელვადიანი“ და რეალური გავლენა ჰქონდეს ადამიანების ცხოვრებაზე.

„ომი დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეესკალაციური ნაბიჯი შესაძლოა პირველი ნაბიჯი იყოს მშვიდობისკენ. კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან ველით“, — აცხადებს ზელენსკი.

14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას და, მისივე თქმით, ანალოგიურ ნაბიჯზე რუსეთიც თანახმაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა