Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართავს

ნახვები: 325 „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართავს

 

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნასაც დაამატებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, განახლებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში წარედგინება. მან განმარტა, რომ თავდაპირველად გახარიას პარტიის აკრძალვა არ მოუთხოვიათ, რადგან მას საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის „შანსი მისცეს“, თუმცა, მისი შეფასებით, პარტიის შემდგომმა მოქმედებებმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

„ნახეთ პირდაპირი, უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა ჩვენს ქვეყანაში, ამის ირგვლივ კი უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით თუ მათ კომენტარებში“, — განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებისთვის პარლამენტსა და საკრებულოებში დეპუტატის მანდატების შეწყვეტას არ ითხოვს.

მმართველ პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოში მანამდე უკვე ჰქონდა შეტანილი სარჩელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო — ლელოსა“ და „ფედერალისტების“ არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მოთხოვნით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა