Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება

ნახვები: 333 პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება

 

საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავ ვასილ მხეიძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის საქმეზე ახალი ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, ორივე ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

პროკურატურის ვერსიით, საქმე 2022 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის საიდუმლო შესყიდვებს უკავშირდება. გამოძიება ამტკიცებს, რომ სამი შესყიდვისას 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების პროდუქცია სახელმწიფომ 18 484 960 ლარად შეიძინა, რის შედეგადაც ბიუჯეტს 6 985 255 ლარის ზიანი მიადგა.

უწყების განცხადებით, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს 1.9 მილიონი ლარი გადასცა. აქედან მხეიძემ 400 ათასი დაიტოვა, 1.5 მილიონი კი ბურჭულაძეს გადასცა. პროკურატურის ვერსიით, ბურჭულაძემ თანხის ნახევარი — 750 ათასი ლარი — თავად დაიტოვა, მეორე 750 ათასი კი იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

ამავე ეპიზოდზე ღარიბაშვილს ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს.

საპროცესო შეთანხმების პირობებით, ბურჭულაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება, საიდანაც 3 წელს ციხეში მოიხდის, 2 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრება.

ვასილ მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება, საიდანაც 1 წელსა და 2 თვეს ციხეში მოიხდის, 3 წელი კი პირობითი იქნება. მას 100 ათასი ლარის ჯარიმაც დაეკისრება.

პროკურატურის ცნობით, ბურჭულაძე და მხეიძე სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც უკვე მსჯავრდებულები არიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა