Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“

ნახვები: 418 ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და ხელისუფლებას მის წინააღმდეგ „ბინძური პოლიტიკური თამაშის“ წარმოებაში ადანაშაულებს.

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მისი წინა წერილის შემდეგ დაწყებულ გამოკითხვებს „არასერიოზულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დააკავშიროს და მიმდინარე პროცესი ოპოზიციასთან კოორდინირებულ მოქმედებად წარმოაჩინოს.

„ტყუილად ნუ წვალობთ! როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება!“ — წერს ყოფილი პრემიერი.

ღარიბაშვილი ირონიით ეხმაურება მის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებსაც, თითქოს ის „დიფ-სტეიტის“ და საფრანგეთის აგენტია.

„გამიმართლა, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ“, — აღნიშნავს ის.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიება თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც ამ საკითხზე საჯაროდ კითხვებს სვამდნენ, მანამდე არ გამოუკითხავთ. მისი თქმით, ვითარება მხოლოდ მისი წერილის გამოქვეყნების შემდეგ შეიცვალა.

ღარიბაშვილი ასევე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და აცხადებს: „შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი — ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!“

ამასთან, ყოფილი პრემიერი კვლავ ამტკიცებს, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან ბრძოლას არ აპირებს და მხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვას ცდილობს.

„მე არავის ვებრძვი — ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით… ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“, — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა