Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

ნახვები: 308 „გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

 

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და საქმიანობას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ სახელით გააგრძელებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პარტიაში განმარტავენ, რომ სახელწოდება „გირჩი“ თავდაპირველად თავისუფლების იდეის ნეიტრალურ და ადვილად დასამახსოვრებელ სიმბოლოდ შეარჩიეს, თუმცა მოგვიანებით ამავე სახელწოდების მქონე სხვა პოლიტიკური პარტიების გამოჩენამ საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია.

„ალბათ წარმატებული გამოვიდა, ვინაიდან, ჩვენ გარდა, ბოლო წლებში კიდევ ორ პარტიას დაერქვა ეს სახელი. ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაუგებრობას შესანიშნავად იყენებენ და ხან რას გამოაცხადებენ ჩვენს ნათქვამად თუ პოზიციად და ხან — რას“, — ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის შეფასებით, ხშირია შემთხვევებიც, როდესაც მათთან კავშირის არმქონე პირებს „გირჩის“ წევრებად ან აქტივისტებად წარმოაჩენენ, რაც საზოგადოებაში პარტიის შესახებ არასწორ წარმოდგენას ქმნის და მის ძირითად იდეას აზიანებს.

„გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი — დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: „თავისუფალი ხალხის პარტია““, — აცხადებენ პარტიაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა