EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

გერმანიის რამდენიმე ქალაქში AfD-ის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა

ნახვები: 357 გერმანიის რამდენიმე ქალაქში AfD-ის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა

გერმანიის რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

ჰამბურგში, ბერლინში, ფრანკფურტსა და სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „აკრძალეთ AfD ახლავე“, „სიძულვილის წინააღმდეგ“ და „ყველა ნაცისტი სულელია“.

საპროტესტო გამოსვლები საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე გაიმართა, სადაც ეგზიტპოლის მონაცემებით, AfD-მ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

წინასწარი მონაცემებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 44.5%-ით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე 18.5%-ით მმართველი პოლიტიკური ძალაა, ხოლო „მემარცხენე პარტიას“ 9.5% აქვს.

AfD-ის მაღალი შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის ძირითადი პოლიტიკური პარტიები ამ დრომდე უარს აცხადებენ მასთან სამთავრობო კოალიციის შექმნაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა