Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს — 8.14 მილიარდ დოლარს მიაღწია

ნახვები: 300 საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს — 8.14 მილიარდ დოლარს მიაღწია

 

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურად 56.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს — 8.14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვები 613 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამასთან, გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც — საერთაშორისო სავალუტო ფონდის ARA მეთოდოლოგიით ის 128.2%-ს შეადგენს და რეკომენდებულ 100%-იან ზღვარს აღემატება.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში სებ-ის მიერ განხორციელებულმა წმინდა სავალუტო შესყიდვებმა ჯამურად 2.5666 მილიარდი დოლარი შეადგინა. აგვისტოს წმინდა შესყიდვების მონაცემები 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.

რეზერვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მონეტარულმა ოქრომაც. სებ-მა ოქროში პირველი ინვესტიცია 2024 წელს განახორციელა, ხოლო 2026 წლის ივნისში დამატებით 100 მილიონი დოლარის მონეტარული ოქრო შეიძინა.

აგვისტოში ოქროს ფასის ცვლილების შედეგად მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მილიონი დოლარით გაიზარდა და 1.1492 მილიარდ დოლარს მიაღწია. ოქროს წილი საქართველოს მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.1%-ია.

საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს ეროვნული ბანკი 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა