Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დასასრული ახლოვდება — ჩვენი მისია მისი დამხობით უნდა დასრულდეს

ნახვები: 412 ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დასასრული ახლოვდება — ჩვენი მისია მისი დამხობით უნდა დასრულდეს

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზად არის, დაასრულოს ირანის წინააღმდეგ დაწყებული მისია, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ის ირანის რეჟიმის დამხობას ასახელებს.

„მიღწევები უზარმაზარია, მაგრამ ჯერ კიდევ არის ბევრი რამ, რაც უნდა დავასრულოთ. პირველ რიგში, ვგულისხმობ რეჟიმის დამხობას. მისი დასასრული ახლოვდება“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, ისრაელმა შეერთებულ შტატებთან ერთად ირანის წინააღმდეგ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და ქვეყნისთვის არსებული „ეგზისტენციალური საფრთხე“ შეამცირა.

„ჩვენ თავიდან ავიცილეთ ატომური ბომბებისა და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე და უდიდესი ძალით დავარტყით ირანულ ღერძს“, — აღნიშნა მან.

ნეთანიაჰუმ ირანიც გააფრთხილა, რომ ისრაელზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში პასუხი უკიდურესად მძიმე იქნება.

„ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ თავი და მზად ვართ, დავარტყათ ჩვენს მტრებს. მივმართავ ჩვენს მტრებს: ჩვენთან თამაში არ ღირს“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი შეფასებით, ისრაელი დღეს „უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, მისი მოწინააღმდეგეები კი მნიშვნელოვნად დასუსტდნენ. ნეთანიაჰუმ ისრაელს ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდაც მოიხსენია და აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების სრულად მისაღწევად ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა