Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ანა წითლიძე: 2024 წელს ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება იყო

ნახვები: 377 ანა წითლიძე: 2024 წელს ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება იყო

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის მთავარი პრობლემა პირადი ამბიციებია და 2024 წლის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების ნაწილის მთავარი მიზანი არა ხელისუფლების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება იყო.

„ოპოზიციური სპექტრის მთავარი გამოწვევაა, რომ საკუთარი ეგოები და ამბიციები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ეს ბრძოლა. 2024 წელს ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება იყო“, — განაცხადა წითლიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი როგორც 2020, ისე 2024 წელს ოპოზიციის ერთიანი ფორმატით მონაწილეობას უჭერდა მხარს და მზად იყო, „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი ეთქვა როგორც საკუთარ საარჩევნო ნომერზე, ისე საპარლამენტო სიაში კვოტებზე. წითლიძის მტკიცებით, 2024 წელს ასეთი გაერთიანება ნიკა გვარამიას პოზიციის გამო ვერ შედგა.

წითლიძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას პირადადაც შესთავაზა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა იმ პერიოდში, როდესაც ლევან ხაბეიშვილი მზადყოფნას გამოთქვამდა, მის სასარგებლოდ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დაეტოვებინა.

„გვარამიამ ძალიან მკაფიოდ მითხრა მაშინ — მე არ ვაპირებ, მიშას თამაში ვითამაშო და მისი პარტიის თავმჯდომარე ვიყო, მაშინ სრული კარტბლანში უნდა მქონდესო. უნდა ვიცოდე, რომ ყველაფერი მე ვარ და არ მაინტერესებს მიშას კონკრეტული წინადადებებიო“, — ამბობს წითლიძე.

მისივე მტკიცებით, გვარამია ვარაუდობდა, რომ 2024 წლის არჩევნებზე პირველი ოპოზიციური ძალა გახდებოდა, ხოლო 2028 წელს ხელისუფლებას გადაიბარებდა.

წითლიძე ასევე ამბობს, რომ გვარამია წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში იყო და მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობაზე“. მისი შეფასებით, „მთავარი არხის“ დირექტორობის პერიოდში გვარამიამ საკუთარი პოლიტიკური გავლენა სწორედ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსზე ააგო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა