Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში ძლიერი ნალექი, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი — ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი იქნება

ნახვები: 396 გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში ძლიერი ნალექი, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი — ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი იქნება

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში — შიდა ქართლში, მთიან და მაღალმთიან რაიონებში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

სააგენტოს პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, შავ ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას შესაძლო სტიქიური პროცესების შესახებ აფრთხილებს.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, — ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

მოსალოდნელი საფრთხის დონე საშუალოდ არის შეფასებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა