4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა რეკორდულ 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა — New York Post

ნახვები: 309 გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა რეკორდულ 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა — New York Post

 

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში, ჰიბისკუსის კუნძულზე მდებარე ახლად აშენებული ვილა 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უძრავი ქონება გასაყიდად აგვისტოს შუა რიცხვებში, 55 მილიონ დოლარად გამოიტანეს, თუმცა განცხადების გამოქვეყნებიდან მხოლოდ 11 დღეში უცნობმა მყიდველმა ის 51.5 მილიონ დოლარად შეიძინა. New York Post-ის თანახმად, ეს ჰიბისკუსის კუნძულზე უძრავი ქონების გაყიდვის რეკორდული ფასია.

გამოცემა წერს, რომ ბაჩიაშვილმა აღნიშნული ქონება 2021 წელს 19 მილიონ დოლარად შეიძინა. იმ დროისთვის ვილა დაუსრულებელი და მშენებლობის პროცესში იყო.

ბაჩიაშვილის ადვოკატმა პიტერ ჯ. სალასმა New York Post-ს განუცხადა, რომ მისი კლიენტის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი საიდუმლოდ რჩება.

გიორგი ბაჩიაშვილი 2026 წლის 18 თებერვალს პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მან მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დანაშაული აღიარა, ზიანი აანაზღაურა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ბაჩიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის მაისში დააკავა. მანამდე მას ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით, ხოლო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მის წინააღმდეგ ასევე მიმდინარეობდა საქმე „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა