4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

პროკურატურა: ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი უტყუარად დადასტურებულია — გამოიკითხებიან ღარიბაშვილი, გვარამია, ინაშვილი და სხვა პირები

ნახვები: 334 პროკურატურა: ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი უტყუარად დადასტურებულია — გამოიკითხებიან ღარიბაშვილი, გვარამია, ინაშვილი და სხვა პირები

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე „უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი“.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში 2026 წლის 4 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. საქმეზე უკვე გამოკითხული არიან გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის მისი ოჯახის წევრები და მეუღლე.

ამასთან, პროკურატურის განცხადებით, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ ბოლო დღეებში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიების ფარგლებში დამატებით გამოიკითხებიან ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური.

უწყების ცნობით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, — აცხადებს პროკურატურა.

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში მისი გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა მოითხოვა და მომხდართან დაკავშირებით კითხვები საჯაროდ დასვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა