4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში მეორე ღამეა ფრენები უქმდება და იგვიანებს

ნახვები: 312 ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში მეორე ღამეა ფრენები უქმდება და იგვიანებს

 

მოსკოვის „ვნუკოვოსა“ და „შერემეტიევოს“ აეროპორტებში ზედიზედ მეორე ღამეა ფრენებზე შეზღუდვები მოქმედებს მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავიაკომპანიები და მზღვეველები გააფრთხილა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო აღარ არის. ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს. (Русская служба The Moscow Times)

რუსეთის საავიაციო უწყება „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

Flightradar24-ის მონაცემებით, „შერემეტიევოში“ 21 რეისი გაუქმდა და 235 გადაიდო, ხოლო „ვნუკოვოში“ — 22 რეისი გაუქმდა და 94 გადაიდო. წინა ღამით მუშაობა მოსკოვის სამ აეროპორტში იყო შეჩერებული. 

ზელენსკიმ 1 სექტემბერს ავიაკომპანიები და სადაზღვევო კომპანიები გააფრთხილა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ კიევი რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევებს გააძლიერებს. 2 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ კიევმა რუსეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასაც (ICAO) ოფიციალურად აცნობა. 

უკრაინამ ICAO-ს ასევე მოუწოდა, წევრ სახელმწიფოებს რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ფრენების სრულად აკრძალვისკენ მოუწოდოს. თავის მხრივ, „როსავიაცია“ აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით გავრცელებულ დოკუმენტებს იურიდიული ძალა არ აქვს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა