4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

დათო ქოქოშვილი: ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, რომლის გარდაცვალების საკითხიც ღარიბაშვილმა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოიტანა

ნახვები: 1113 დათო ქოქოშვილი: ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, რომლის გარდაცვალების საკითხიც ღარიბაშვილმა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოიტანა

 

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი დათო ქოქოშვილი სოციალურ ქსელში ლაზარე ჯორბენაძის შესახებ წერს, რომლის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით კითხვები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში დასვა.

ქოქოშვილის ინფორმაციით, ლაზარე ჯორბენაძე — რომლის საერო სახელიც ზურაბი იყო — გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი გახლდათ და სხვადასხვა დროს მედიაში სასულიერო პირის, ყოფილი პოლიტიკოსისა და უშიშროების ვეტერანის სტატუსით ჩნდებოდა.

ჟურნალისტის თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო დოკუმენტს, რომლითაც დავითგარეჯის ტერიტორიის ნაწილი დათმო. ქოქოშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯორბენაძეს ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ აცხადებდა, რომ შესაბამისი დოკუმენტი თავად ჰქონდა ნანახი.

ქოქოშვილის თანახმად, ინტერვიუს გამოქვეყნებას ჯორბენაძის წინააღმდეგ ხელისუფლების მხარდამჭერი სოციალური მედიის ანგარიშების კამპანია მოჰყვა. მოგვიანებით ჯორბენაძემ „ასავალ-დასავალს“ კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ საკუთარ სიტყვებს უკან არ წაიღებდა და კობახიძის შესახებ გამოთქმულ ბრალდებას კვლავ იმეორებდა.

„ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ ლაზარე ჯორბენაძე გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსია, რომელსაც, როგორც ჩანს, ოჯახიც იზიარებს, თვითმკვლელობაა“, — წერს ქოქოშვილი.

მისივე ინფორმაციით, ჯორბენაძის მეგობარი და „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ჯორბენაძე მოკლეს. ქოქოშვილის თქმით, ჩუბინიძე და გამოცემა საქმის გამოძიებასა და მის მკვლელობად კვალიფიცირებას ითხოვენ.

ჟურნალისტი ასევე მსჯელობს, რატომ შეიძლებოდა კობახიძე-მდინარაძის გუნდს ჯორბენაძის ინტერვიუების უკან ირაკლი ღარიბაშვილის კვალი დაენახა. მისი შეფასებით, ჯორბენაძის მიერ დავითგარეჯის საკითხზე გავრცელებული ვერსია პოლიტიკურად ხელსაყრელი იყო ღარიბაშვილისთვის, რომელიც თავის დროზე კამპანიის „გარეჯი საქართველოა“ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური სახე იყო.

„ამ ინტერვიუებმა და ახალმა კონსპირაციებმა კი ამ შეკითხვებს ადრესატი შეუცვალა“, — წერს ქოქოშვილი.

მისივე ინფორმაციით, დიტო ჩუბინიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და არასდროს შეხვედრია, თუმცა იცნობს მის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს და მას დადებითად ახასიათებს. ამასთან, ჩუბინიძე ღარიბაშვილის მხარდაჭერას არ მალავს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში ყოფილ პრემიერს „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა