4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ღარიბაშვილი: მდინარაძემ ჩემს საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ ამას მისი თანამდებობიდან მოხსნა და პოლიტიკიდან წასვლა მოჰყვა

ნახვები: 548 ღარიბაშვილი: მდინარაძემ ჩემს საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ ამას მისი თანამდებობიდან მოხსნა და პოლიტიკიდან წასვლა მოჰყვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით მდინარაძის მიერ დაშვებულმა „მძიმე და უხეშმა შეცდომებმა“ მისი თანამდებობიდან მოხსნა და პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია.

„ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არა მხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა“, — წერს ღარიბაშვილი.

მისი განცხადებით, მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა ვერ წაშლის იმ ზიანს, რომელიც, მისი შეფასებით, მდინარაძისა და კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყანას, ადამიანებსა და „ქართულ ოცნებას“ მიადგა.

ყოფილი პრემიერი წერილში ასევე საუბრობს მიმდინარე წლის თებერვალში განვითარებულ მოვლენებზე. მისი მტკიცებით, 12 თებერვალს კობახიძისა და მდინარაძის დავალებით გადასცეს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 2 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძესთან, რომელშიც კობახიძის მიმართ კრიტიკა და მძიმე ბრალდებები იყო გამოთქმული.

ღარიბაშვილის განცხადებით, მისგან პასუხს ითხოვდნენ, იდგა თუ არა თავად ამ სტატიის უკან. ყოფილი პრემიერი ამ ეჭვს უარყოფს და ამბობს, რომ მაშინვე მკვეთრად უპასუხა, რომ „შეკვეთილი სტატიები“ მისი ხელწერა არ არის.

ღარიბაშვილი წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ლაზარე ჯორბენაძის შემდგომ გარდაცვალებაზე. მისი თქმით, მოგვიანებით შემთხვევით შეიტყო, რომ ჩუბინიძის რესპონდენტმა სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული დროის შემდეგ თავი მოიკლა. ყოფილი პრემიერი ასევე აცხადებს, რომ „ასავალ-დასავალიც“ სვამდა კითხვებს ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით.

„პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ — წერს ღარიბაშვილი.

მისივე განცხადებით, ამ საკითხს საჯაროდ იმიტომ აყენებს, რომ, მისი შეფასებით, კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდში მომხდარ არაერთ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები.

ღარიბაშვილის წერილში გამოთქმული ბრალდებები და ეჭვები მისი პოზიციაა და ტექსტში მათი დამადასტურებელი დამოუკიდებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა