4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

თაკო ჩარკვიანი: „მოლაპარაკე ტრაკუცუნები“ რთული სანახავი და მოსასმენია — იუმორი გადაგვარჩენს

ნახვები: 498 თაკო ჩარკვიანი: „მოლაპარაკე ტრაკუცუნები“ რთული სანახავი და მოსასმენია — იუმორი გადაგვარჩენს

 

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმაურება ადამიანებს, რომლებიც, მისი შეფასებით, „მაღალ ღირებულებებზე“ საუბრობენ, თუმცა მათი მსჯელობა და პოზიციები ამ ღირებულებებს არ შეესაბამება.

ჩარკვიანი პოსტს პლასტიკური ქირურგიისა და სახის კორექციის თემით იწყებს და წერს, რომ ზოგადად მსგავსი პროცედურების წინააღმდეგი არ არის, თუმცა გადაჭარბებულმა ჩარევამ შესაძლოა სრულიად სხვა შედეგამდე მიიყვანოს ადამიანი.

„მე ზოგადად მომხრე ვარ სახის კორექციის და ვისაც როგორ სურს, მოიწესრიგოს. ხშირად მომწონს, პლასტიკურს რომ იკეთებენ ან ფილერს, ხშირად ლამაზია, ხან არ მომწონს — გადამეტებულია თითქოს... ისე არ უნდა აიქაჩონ ალბათ სახე, კანი, რომ ანატომია დაირღვეს. ნუ, მოკლედ რომ ავხსნა — ჭიპი შუაში, სახის მაგივრად არ აღმოჩნდეს“, — წერს ჩარკვიანი.

მისი თქმით, პრობლემა არა ადამიანის გარეგნობა, არამედ ის არის, როდესაც გარეგნულ ცვლილებას, მისი შეფასებით, აზროვნებისა და საუბრის ხარისხიც „მიჰყვება“.

„ჰაბიტუსი კი არ მაღელვებს, კაცო — ეგ რა ჩემი საქმეა. უბრალოდ მერე „უკანალით“ იწყებენ აზროვნებას და საუბარს, აი, ეგ არის შემაწუხებელი, თორემ სხვა კი არაფერი“, — წერს პუბლიცისტი.

ჩარკვიანი განსაკუთრებით ირონიულად აფასებს მათ, ვინც, მისი თქმით, ამგვარი რიტორიკის მიუხედავად, „მაღალ ღირებულებებზე“ საუბრობს.

„მოლაპარაკე „ტრაკუცუნები“ რთული სანახავი და მოსასმენია, ძალზე რთული, თან მაღალ ღირებულებებზე მოსაუბრე („ბუსტერის“ ამბიციებით) — მით უმეტეს“, — წერს ჩარკვიანი.

პუბლიცისტი პოსტს მეზობლის გამონათქვამის გახსენებით ასრულებს: „როგორც ჩვენი მეზობელი ძია ალექსი იტყოდა: „ტრ——კისკენ არის მაგათი საქმე, ტრ——კისკენ“. იუმორი გადაგვარჩენს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა