4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ზელენსკი: რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში 12 ადამიანი ემსხვერპლა — საჭიროა საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერება

ნახვები: 336 ზელენსკი: რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში 12 ადამიანი ემსხვერპლა — საჭიროა საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერება

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

ზელენსკის ინფორმაციით, კიევში სარკინიგზო დეპოზე დარტყმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის თავდასხმების სამიზნე ასევე გახდა ხერსონის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქები.

„საერთო ჯამში, თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ინდოეთის მოქალაქე, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა“, — წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი დარტყმებს მიზანმიმართულად გეგმავს ისე, რომ ადამიანების სიცოცხლეს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს.

„რუსეთი ყოველთვის სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი განადგურება გამოიწვიოს ადამიანების სიცოცხლისთვის და ეს მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როდესაც საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები არასაკმარისია“, — აცხადებს ზელენსკი.

მან მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას PURL-ის მექანიზმისა და ორმხრივი მიწოდებების გზით ანტიბალისტიკური თავდაცვის საშუალებებით ეხმარებიან. ზელენსკის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე ამგვარი დახმარების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

„რუსული ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია დახმარების ყოველ ახალ პაკეტზე“, — წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა