თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კიევზე რუსეთის მასშტაბურ თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა — სიბიგა: მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ალტერნატივა არ აქვს

ნახვები: 352 კიევზე რუსეთის მასშტაბურ თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა — სიბიგა: მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ალტერნატივა არ აქვს

 

რუსეთმა ღამით კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი რკინიგზის თანამშრომელი. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

დარტყმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. „უკრზალიზნიცას“ ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტებით სარკინიგზო დეპოსა და სხვა ობიექტებზე განხორციელებულ შეტევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ექვსი კომპანიის თანამშრომელი იყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ბოლო თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების რეალურ სურვილს არ ავლენს.

„ამის ნაცვლად, ის აგრძელებს ტერორის ესკალაციას. უკრაინა მზადაა დაასრულოს ომი ბრძოლის ველზე არსებული რეალობისა და სამართლიანი პირობების საფუძველზე, ულტიმატუმების ნაცვლად“, — აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი მზად არის პუტინს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, წინაპირობების გარეშე შეხვდეს, რათა მხარეებმა ომის დასრულების რეალისტური გზები განიხილონ, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ასეთ შეხვედრას კვლავ თავს არიდებს.

სიბიგა დასავლელ პარტნიორებს მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისკენ მოუწოდებს.

„მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ალტერნატივა არ აქვს. მაშინ, როცა უკრაინა ზრდის ზეწოლას ბრძოლის ველზე, ველით, რომ ჩვენი პარტნიორები გაზრდიან ეკონომიკურ ზეწოლას მოსკოვზე და გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვასა და ენერგეტიკულ მდგრადობას ზამთრის წინ“, — აცხადებს სიბიგა.

მისივე თქმით, საჭიროა სანქციების სწრაფად გამკაცრება რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წარმოების წინააღმდეგ, რუსეთის გაყინული აქტივების სრულად გამოყენებაზე მუშაობის განახლება და დამატებითი სასანქციო ზომების მიღება ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა