4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი თანამდებობას ტოვებს — მედია მიზეზად პიტ ჰეგსეთთან დაპირისპირებას ასახელებს

ნახვები: 347 აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი თანამდებობას ტოვებს — მედია მიზეზად პიტ ჰეგსეთთან დაპირისპირებას ასახელებს

 

აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას Associated Press თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ანა კელის განცხადებით, დრისკოლმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დღის წესრიგის არმიის დეპარტამენტში განხორციელებაში.

„მდივანი დრისკოლი ეფექტურად უწყობდა ხელს პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის არმიის დეპარტამენტში გატარებას, ისტორიული სამხედრო ოპერაციების დროს ლიდერობით, ლეტალურობის აღდგენით, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობით. მისი მუშაობის დამსახურებით, მთავარსარდალთან და ომის მდივანთან ერთად, აშშ-ის არმია ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, — განაცხადა კელიმ.

Associated Press-ის ინფორმაციით, დრისკოლის წასვლას წინ უძღოდა დაძაბულობა აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან. უთანხმოება, მედიის ცნობით, შეიარაღებულ ძალებში მაღალი რანგის სამხედრო პირების გათავისუფლებას უკავშირდებოდა.

აშშ-ის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, დრისკოლი დონალდ ტრამპს არმიაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, რის შემდეგაც გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.

წყაროების ცნობით, უახლოეს დღეებში თანამდებობის დატოვებას დრისკოლის მოადგილე დეივ ფიცჯერალდიც გეგმავს.

თეთრ სახლს დრისკოლის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით არ დაუსახელებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა