4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ღარიბაშვილის ადვოკატი: მას კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა მისი რეიტინგი გაენულებინათ

ნახვები: 386 ღარიბაშვილის ადვოკატი: მას კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა მისი რეიტინგი გაენულებინათ

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის მიზანი ღარიბაშვილის პოლიტიკური რეიტინგის განულება და პოლიტიკაში მისი შესაძლო დაბრუნების გამორიცხვაა.

გელაშვილის თქმით, ღარიბაშვილს, რომელიც ორჯერ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საზოგადოებაში რეიტინგი ჰქონდა და, მისი ვარაუდით, შესაძლოა დღესაც ჰქონდეს.

„ყველასთვის გასაგები იყო, რომ მას ქვეყნისთვის არ უღალატია, არც ბიძინა ივანიშვილისთვის უღალატია და არც ბიუჯეტიდან თეთრი არ მოუპარია. შესაბამისად, ალბათ, გახდა საჭირო და ფაქტია, ასე იყო, შემონათვალშიც ეს იგულისხმება, რომ მას აუცილებლად კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა ეს რეიტინგი გაენულებინათ და მას აღარ ჰქონოდა 1%-იანი შანსიც კი, გადაზღვევის მიზნით, რომ პოლიტიკაში მობრუნებულიყო“, — განაცხადა გელაშვილმა „ტვ პირველთან“.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის უფლებები ირღვევა და სახალხო დამცველს მოუწოდებს, თავად ან მისი წარმომადგენელი ღარიბაშვილთან შევიდეს და არსებული ვითარება შეისწავლოს.

გელაშვილის ინფორმაციით, 26 აგვისტოს ღარიბაშვილს შვილებთან ხანგრძლივი პაემანი ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა შეხვედრა გაუუქმეს. მისი თქმით, ყოფილ პრემიერს მცირეწლოვანი შვილები სამი თვის განმავლობაში არ უნახავს.

„როდესაც მცირეწლოვან შვილებს სამი თვის განმავლობაში არ გაჩვენებენ და პაემანს გიუქმებენ, ეს მისი უფლებების დარღვევაა. გადაამოწმოს სახალხო დამცველმა, სიმართლეს ვამბობთ თუ არა ჩვენ“, — განაცხადა ადვოკატმა.

ლილი გელაშვილი სახალხო დამცველს მოუწოდებს, გადაამოწმოს როგორც გაუქმებული პაემნის გარემოებები, ისე პატიმრობაში ირაკლი ღარიბაშვილის უფლებრივი მდგომარეობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა