EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ტრამპი: ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრი — კუნძული ხარგი „ნანგრევებად იქცევა“

ნახვები: 327 ტრამპი: ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრი — კუნძული ხარგი „ნანგრევებად იქცევა“

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკული ჰაბი — კუნძული ხარგი „ნანგრევებად იქცევა“, თუმცა შესაძლო თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

„კუნძული ხარგი ნანგრევებად იქცევა!!! პრეზიდენტი დონალდ ტრამპი“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

Reuters-ის ინფორმაციით, ერთსტრიქონიან პოსტს თან ახლავს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სხვა დამოუკიდებელი მტკიცებულება, რომელიც ხარგის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმის განხორციელებას დაადასტურებდა. თეთრ სახლსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს Reuters-ის კომენტარის თხოვნაზე ჯერ არ უპასუხიათ.

ხარგის კუნძულს ირანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს — ომის დაწყებამდე მისი ტერმინალების გავლით ქვეყნის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდებოდა. მარტში აშშ-მა კუნძულზე სამხედრო ობიექტებს უკვე დაარტყა, თუმცა მაშინ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის ინფრასტრუქტურა განზრახ არ განადგურებულა.

Reuters-ის შეფასებით, ხარგის ნავთობის ინფრასტრუქტურის მასშტაბურმა დაზიანებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ირანის ენერგორესურსების ექსპორტი და ქვეყნის ეკონომიკაზე დამატებითი ძლიერი ზეწოლა მოახდინოს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა