Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

1 795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემა — განათლების სამინისტრო წელს გამონაკლისს უშვებს

ნახვები: 350 1 795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემა — განათლების სამინისტრო წელს გამონაკლისს უშვებს

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ვერ ჩაირიცხნენ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით მიიღეს და გამონაკლისი მხოლოდ 2026 წელს იმოქმედებს.

მიქანაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150-მა უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა.

ამასთან, 1 795 აბიტურიენტმა გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ვერცერთ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხა. მინისტრის თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათ მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა ჰქონდათ არჩეული და მიღებული ქულები ამ პროგრამებზე ჩასარიცხად საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა ამის მიუხედავად, მეორადი ჩარიცხვების პრაქტიკა უკვე წლები აღარ მოქმედებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისას“, — განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, რადგან უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა დაიწყო და 2026 წელი გარდამავალ პერიოდად განიხილება, სამინისტრომ ერთჯერადი გამონაკლისის დაშვება გადაწყვიტა.

„მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ“, — განაცხადა განათლების მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა