Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

Amnesty International: ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის

ნახვები: 236 Amnesty International: ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის

 

Amnesty International საქართველოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ცხრა პირის შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი გათავისუფლება მისასალმებელია, თუმცა „ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს“.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით, მშვიდობიანი დემონსტრანტები მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო დევნის ობიექტები საერთოდ არ უნდა გამხდარიყვნენ.

„ცხრა დემონსტრანტის გათავისუფლება სასიხარულოა მათთვის და მათი ოჯახებისთვის და ეს მისასალმებელია, თუმცა მართლმსაჯულება არ არის. მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლის გამო სამიზნეები გახდნენ, საერთოდ არ უნდა გამხდარიყვნენ დევნის ობიექტები მხოლოდ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების გამოყენების გამო“, — აცხადებს კრივოშეევი.

Amnesty International ასევე ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შესაძლო პასუხისმგებლობაზე და აცხადებს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების ეფექტიანი გამოძიება.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან ძალის უკანონო გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების შემთხვევების დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება.

„ყველა პირი, რომელიც დაკავებულია მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების გამოყენებისთვის, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. მათ შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა